იოდის  ფონური  თერაპია

 

ფონური  თერაპიის  მიზანი

პაციენტის  ორგანიზმში  იოდის  ნორმალური  ბუნებრივი  სტატუსის (ბალანსის)  აღდგენა  და  მისი  შენარჩუნება  მთელი  მკურნალობის  ხანგრძლივობის  მანძილზე.

ფონური  თერაპია, ტრადიციული  მკურნალობის  მეთოდების  გამოყენებით  და   პაციენტის  ორგანიზმის  ფუნქციონალური  სისტემების  ნორმალიზაციის  ხარჯზე,  გვაძლევს  შესაძლებლობას  მივიღოთ  დადებითი  შედეგები. იოდს  ახასიათებს  სინერგიზმი (მოქმედების  გაძლიერების  უნარი)  პრაქტიკულად  ყველა  ბიოლოგიურად  აქტიური  ნივთიერებების  მიმართ  და  ეს  კი  შესაძლებლობას  გვაძლევს  მნიშვნელოვნად  შევამციროთ  მათი  სამკურნალო  დოზები (მნიშვნელოვანია ქიმიური  თერაპიის  დროს  და  სხვა  აშკარად  მავნე  მედიკამენტების  გამოყენების  შემთხვევაში).

ფონური  თერაპიის  შესრულების  საშუალებები.

მკურნალობის  მთელი  კურსის  მანძილზე  ფონური  თერაპია  სრულდება  იოდირებული  სასმელი  წყლით, იოდირებული  წვენებითა  და  სასმელებით, რომელნიც  დამზადებულია  ,,იოდის-კონცენტრატის“ (შემგომში  ,,იკ“)  ბაზისზე.

საწყის  პერიოდში, ორგანიზმში  იოდის  დაბალი  სტატუსის (ბალანსის) პირობებში (იოდის  ექსკრეცია  შარდში  25-50 მკგ/ლ)  რეკომენდებულია  ბიოლოგიურად  აქტიური  იოდის (,,იკ“)  დარტყმითი  დოზით  გამოყენება.

ერთჯერადი  დარტყმითი  დოზის  სიდიდე  შესაძლებელია  აღწევდეს  1,0 მგ  იოდს  დღე-ღამეში.

ადამიანის  ორგანიზმზე  ფონური  თერაპიის  ზეგავლენა.

ფარისებური  ჯირკვალი – ცოცხალი  ორგანიზმის  ყველა  სისტემების  ურთიერთქმედების  ,,დირიჟორია“  და  მის  მდგომარეობაზეა  დამოკიდებული  ჩვენი  სიცოცხლისუნარიანობა  და  სიცოცხლის  ხანგრძლივობა.

ადამიანის  შარდში  იოდის  ექსკრეციით  მაჩვენებლით (იოდის  სტატუსით),  ირიბად  საზღვრავენ  მის  ფუნქციონალურ  მდგომარეობას.

როდესაც  იოდის  კონცენტრაცია  შარდში  100 მკგ/ლ  ნაკლებია, ეს  მაჩვენებელი  მიუთითებს პაციენტის  ორგანიზმის  იოდდეფიციტურ  მდგომარეობაზე, რაც  შესაბამისად  იწვევს  თირეოიდული  ჰორმონების  სინთეზის  დარღვევებს. იოდდეფიციტს  შეუძლია  გამოიწვიოს  პატოლოგიური  მდგომარეობის  მთელი  სპექტრი, რომელნიც  იოდდეფიციტური  დაავადებების  სახელით  არიან  ცნობილნი.

ამ  ჯგუფს  მიაკუთვნებენ: კრეტინიზმს, მაღალ  პერინატალურ (მუცლად  ყოფნის  პერიოდში) სიკვდილიანობას, განვითარების  თანდაყოლილი  ნაკლის  არსებობას, ფსიქიურ  და  ფიზიკურ  განვითარებაში  ჩამორჩენას, ყრუ-მუნჯობას, სპასტიურ  დიპლეგიას, ძუძუმწოვარა  ბავშვებში  მაღალ  სიკვდილიანობას, თანდაყოლილ  ჩიყვს, ანემიას, რეპროდუქციული  ფუნქციის  დარღვევებს: უშვილობას, მუცლის  მოშლას, ნაადრევ  მშობიარობას  და  სხვა.

აღმოჩენილია, რომ  კიბოთი  დაავადებულ  ავადმყოფებს, მკვეთრად  აქვთ  დაქვეითებული  იოდის  შემცველობა  ორგანიზმში, ხოლო  ქალებს  მკერდის  კიბოთი  კი  პრაქტიკულად  არ  გააჩნიათ  ორგანიზმში  იოდი.

,,ძალიან  დიდი  კავშირი  არსებობს  ონკო-  და  იოდს  შორის. ონკოლოგები  ამტკიცებენ, რომ  სარძევე  ჯირკვლის  კიბო, როგორც  წესი, ორგანიზმში  ვითარდება  იოდის  ნულოვანი  სტატუსის  დროს.

იქედან  გამომდინარე, რომ  ჩვენი  პროდუქტი  არის  ბიოლოგიურად  აქტიური  და  ახასიათებს  სინერგიზმი (ერთობლივი  მოქმედება  გამაძლიერებელი  ეფექტით), ანუ  აძლიერებს  სხვა  ბიოლოგიურად  აქტიური  ნივთიერებების  მოქმედებას  ორგანიზმზე, მოვიყვან  მაგალითს: მაგალითად  თუკი  პაციენტს  აძლევენ  ქიმიოთერაპიის  100 ერთეულს, რომ  მიგვეცა  იოდის-კონცენტრატთან  ერთობლივად, მაშინ  შესაძლებელი  იქნებოდა  70  ერთეულზე  დაყვანა  და  უფრო  ნაკლებზედაც, 50  ერთეულზეც  კი. ქიმიოთერაპიის  პრეპარატები  ადამიანებს  მძიმედ  გადააქვთ  და  მათი  დოზების  შემცირება, თუნდაც  რამდენიმე  პროცენტით, ავადმყოფებს  სასიცოცხლო  დახმარებას  გაუწევდა  ორგანიზმის  მდგომარეობიდან  გამოყვანაში. შემდეგ  მოდის  დასხივება. ჩვენთან  უკრაინაში  არის  რადიოლოგიის  კლინიკა. მათ  მიერ  დამტკიცებულია, რომ  ,,იოდის-კონცენტრატს“  გააჩნია  რადიო-პროტექტორული  თვისებები. ქიმიოთერაპიის  შემდეგ  ადამიანი  გადის  რადიოლოგიას  და  ,,იოდის-კონცენტრატი“  ამ  დროს  შეუცვლელი  დახმარებაა, რადგან  საჭირო  ხდება  იოდის  სტატუსის  აღდგენა. ეს  არცერთ  შემთხვევაში  არ  ავნებს, არამედ  მხოლოდ  დაეხმარება, ამის  გარანტიას  ჩვენ  ვიძლევით“.

იოდის  ფუნქცია (ჰორმონების)  მდგომარეობს  ჟანგვის  რეაქციების  საშტატო პროცესში  ჟანგბადის  მოხმარების  გაზრდაში. ამ  უნივერსალური  მექანიზმის  მეშვეობით  იოდი  ახორციელებს  იმუნურ, ნერვულ  და  სისხლის  მიმოქცევის  სისტემებზე  ზემოქმედებას. ჟანგვის  პროცესების  იოდით  აქტივაცია  ახდენს  დამცავი  რეაქციების  ნორმალიზებას  არა  მარტო  ინფიცირებისგან, არამედ  აგრეთვე  ყველა  სტრესებისგან. დამარცხების  საპასუხოდ  წარმოიშვება:

- მკვებავი  ნივთიერებების  დიფუზიის  შეზღუდვა  ,,მასპინძელიდან“  პარაზიტისკენ  და  ტოქსინებისა – პარაზიტიდან  ,,მასპინძელისკენ“;

- უჯრედის  გარსის  მექანიკური  გამძლეობისა  და  მისი  სიმტკიცის  გაზრდა  დაუპატიჟებელი  ,,სტუმრების“  შეღწევის  მიმართ;

- დაუპატიჟებელი  ,,სტუმრების“  ზრდის  ინჰიბირება;

პროდუქცია ,,იოდისი“  დამატებით  ფლობს  რადიოპროტექტორულ  თვისებებს, რაც  ძალზედ  მნიშვნელოვანია  დღევანდელ  ეკოლოგიურ  ვითარებაში  და  აგრეთვე  სხივური  თერაპიის  გამოყენების  დროსაც.

წყალი, წვენები  და  სასმელები, კონცენტრატ  ,,იოდისი“-თ  გაჯერებული, გამოიყენება  ჩვეულ  ყოველდღიურ  რეჟიმში, შეზღუდვების  გარეშე. სასმელი  წყლით  ,,Йодис“  ამზადებენ  ცხელ  სადილებს, ჩაის, ყავას. აღნიშნული  წყალი  და  სასმელები  პაციენტის  მიერ  მკურნალობამდე  მიღებულისაგან  განსხვავდება  მხოლოდ  იმით, რომ  მათში  არის  იოდის  ნორმალიზებული  შემცველობა. ამგვარი  პროდუქტები  მხოლოდ  და  მხოლოდ  მაღალხარისხოვანი  საკვები  პროდუქტებია.

პაციენტებისთვის  რეკომენდებულია მკურნალობის  კურსის  დამთავრების  შემდეგ  ნორმალური  ბუნებრივი  სტატუსის  მუდმივად  შენარჩუნება, რაც  განამტკიცებს  მკურნალობით  მიღებულ  შედეგებს  და  დადებითად  აისახება  მათ  გუნება-განწყობაზე.

გამოყენების  წესი  მძიმე  ავადმყოფთათვის.

მძიმე  ავადმყოფებისთვის  რეკომენდებულია  ბიოლოგიურად  აქტიური  იოდის (ბაი)  ინექციები, რომელიც  შეჰყავთ  მონო-ოლიგო- და  პოლისაქარიდებთან  ერთობლივად, ბოლოს  ჩამოთვლილთა  50 -100 გ/ლ  კონცენტრაციით.

ბიოლოგიურად  აქტიური  იოდის (ბაი)  ერთჯერადი  დღე-ღამური  დოზის  გამოთვლა  გამომდინარეობს – სხეულის  1 კგ  მასაზე  17 მკგ  იოდის  ანგარიშიდან.

იოდის  ინექციების  გამოყენების  პრაქტიკა  არსებობს  შიდსის  მკურნალობის  შემთხვევაში  პრეპარატით  ,,არმენიკუმი“. ცნობილია, რომ  იგი  ავლენს  აქტივობას  ექვსი  ვირუსის  მიმართ, მათ  შორის  იმუნოდეფიციტის (აივ-ინფექციის)  და  შეიცავს  იოდს  ძალიან  დიდი  კონცენტრაციით  17200000 მკგ/ლ.

დღე-ღამეში  ინექციების  რაოდენობა – ერთი.

ინექციების  საერთო  რაოდენობა – სამი (შეჰყავთ  დღეგამოშვებით).

ინექციების  კურსის  გავლის  შემდეგ  პაციენტი  გადადის  შეუზღუდავი  რაოდენობით  ბიოლოგიურად  აქტიური  იოდით  გამდიდრებული  წყლის, წვენების  და  სასმელების  მოხმარებაზე.

*  ბიოლოგიურად  აქტიური  იოდის (ბაი)  ინექციების  სახით  გამოყენების  პრაქტიკა  იმყოფება  საწყის  სტადიაში  და  საჭიროებს  განსაკუთრებულ  და  გაწონასწორებულ  მიდგომას.

მწარმოებლები  და  მომწოდებლები.

,,იოდის-კონცენტრატის“  ТУ У 14326060.003-98  (შესაბამისობის  სერთიფიკატი  UA1.003.X08471-02)  მწარმოებლებს  წარმოადგენენ  სამეცნიერო-საწარმოო  კომპანია  ,,Йодис“  და  საერთაშორისო  სამრეწველო  კონცერნი  ,,Ярк-Киев”.

ნორმატიული  დოკუმეტაციის  თანახმად, “იოდის-კოცენტრატის“  დამზადება  და  მიწოდება  ხდება  ბიოლოგიურად  აქტიური  იოდის  კონცენტრაციით  10000-დან  70000 მკგ/ლ  ინტერვალში. პროდუქტის  ექსპორტირება  ხდება  მსოფლიოს  25-ზე  მეტ  ქვეყანაში, გამოგონება  დაცულია  საერთაშორისო  და  უკრაინის  პატენტებით.